საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

- ნოემბერი, 2015, თბილისი

აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის დაბადების 85–ე წლისთავსადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია « საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა – 2015 (სკტ–მმ 2015)», იმ სამეცნიერო კონფერენციების და ფორუმების ტრადიციების გამგრძელებელია, რომლებიც ინჟინერიაში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და სპეციალისტებს საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, მართვისა და მოდელირების, ენერგეტიკისა და საინჟინრო ფიზიკის თანამედროვე მეთოდების ირგვლივ აერთიანებს.
სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში თეორიული და გამოყენებითი კვლევების პერსპექტიულ განვითარებაზე, ასევე ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში მათი პრაქტიკულ დანერგვაზე მსჯელობა.
თანამედროვე ინჟინერიისა და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებისას მკვლევრებს განსაკუთრებით რთული პრობლემების გადასაჭრელად უწევთ ახალი კონცეფციების, იდეებისა და მიდგომების მოძიება. კონფერენცია მიზნად ისახავს არატრადიციული მეთოდებისა და გამოთვლითი მოდელების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ახალი ამოცანების ამოხსნის იდეების და მეთოდოლოგიების შექმნას. საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. საინჟინრო და ტექნოლოგიურ პროგრესთანა რელიგიის ურთიერთკავშირების გამოვლენას.
ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში ტექნიკური სისტემების მართვის ახალ პრინციპებსა და მოდელირებაზე, საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკულ დანერგვაზე მსჯელობა იქნება ამ მიმართულებით ახალი იდეების გაჩენის სტიმული.
კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
სექციური მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. პლენარული მოხსენება – 40 წუთს.

ორგანიზატორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სპონსორები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

კონფერენციის თავმჯდომარე

აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველო.

კონფერენციის თანათავმჯდომარე

აკადემიკოსი სტანისლავ ვასილიევი, რუსეთი

კონფერენციის მუშაობის მიმართულებები

  1. ინფორმაციული ტექნოლოგიები
  2. ტექნიკურ სისტემებში მართვის პრობლემები
  3. კომპიუტერული ინჟინერია
  4. მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება
  5. კლასტერული, ღრუბლოვანი, განაწილებული, პარალელური გამოთვლები და მათი საინჟინრო გამოყენებები
  6. ენერგეტიკის პრობლემები
  7. საინჟინრო ფიზიკა
  8. მეცნიერება და რელიგია




ივერი ფრანგიშვილი (1930 – 2006)

მართვის სისტემების, ინფორმატიკის და გამოთვლითი ტექნიკის დარგის თვალსაჩინო მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი (1985), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. ტრაპეზნიკოვის სახელობის მართვის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი (1985), საბჭოთა კავშირის გენერალური კონსტრუქტორი ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების დარგში (1987), საქრთველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი (1992), საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი (1992), არაერთი საერთაშორისო და უცხოური აკადემიის ნამდვილი წევრი.

ივერი ფრანგიშვილი დაიბადა საქართველოში, დიდ ჯიხაიშში. 1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1955 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის (შემდეგ – მართვის პრობლემების) ინსტიტუტში. 1970 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

ივერი ფრანგიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: სისტემური მიდგომისა და ზოგადსისტემური კანონზომიერებების თეორიისა და პრინციპების დამუშავება სხვადასხვა ბუნების რთული სისტემის ფუნქციონირებისათვის; მოძრავი ობიექტების ამოცნობისა და აღმოჩენისათვის ახალი (ფონური) პრინციპების დამუშავება; დიდმასშტაბიანი სისტემების და მაღალი რისკის ობიექტების მართვის თეორიის დამუშავება; ახალი კლასის პარალელური და გადაწყობადი მრავალპროცესორიანი მმართველი გამოთვლითი სისტემების თეორიული საფუძვლებისა და პრინციპების დამუშავება.

ივერი ფრანგიშვილის კვლევათა შედეგები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგში რთული სისტემების მართვისათვის. იგი 400–ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 20 მონოგრაფიის, ერთი სამეცნიერო აღმოჩენისა და 40 გამოგონების ავტორია; მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაცულია 30–ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია.

საერთაშორისო პროგრამული კომიტეტი


საორგანიზაციო კომიტეტი

პირველი დღე

რეგისტრაცია

კონფერენციის გახსნა

პლენარული სხდომა

მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს.

შესვენება. სადილი

სექციების სხდომები

მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

მეორე დღე

უცხოელი მონაწილეებისათვის კულტურულ-გაცნობითი პროგრამა თბილისიდან გასვლით.

პლენარული სხდომა

მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს.

შესვენება

სექციების სხდომები

მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

შესვენება. სადილი

სექციების სხდომები

მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

მესამე დღე

პლენარული სხდომა

მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს.

შესვენება

სექციების სხდომები

მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

შესვენება. სადილი

კონფერენციის დახურვა

კონფერენციის ჩატარების ადგილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (0175, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი) 2015 წლის 3 ნოემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით.

2 ნოემბერი – ჩამოსვლის დღე, 6 ნოემბერი – გამგზავრების დღე.

კონფერენციის მონაწილეების წინასწარი დაკვეთით, სასტუმროში ადგილები დაიჯავშნება.

ფინანსური პირობები
ორგკომიტეტის გადაწყვეტილებით კონფერენციის მონაწილე არ იხდის საკონფერენციო შესატანს.

კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადი

  1. კონფერენციაში შესაძლებელია მონაწილეობა მოხსენების გარეშეც.
  2. ნებისმიერ შემთხვევაში განაცხადი მონაწილეობაზე (მოხსენებით თუ მოხსენების გარეშე) ორგკომიტეტში წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის 5 სექტემბრისა.
  3. პუბლიკაციისათვის მოხსენების შემოკლებული ვერსია ორგკომიტეტს უნდა გადაეცეს არაუგვიანეს 2015 წლის 5 ოქტომბრისა.

მნიშვნელოვანი თარიღები

  1. მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენა 2015 წლის 5 სექტემბრამდე.
  2. პუბლიკაციისათვის (ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენაზე) მოხსენების შემოკლებული ვერსია გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: ict-mc2015@gtu.ge 2015 წლის 5 ოქტომბრამდე (შაბლონის მიხედვით, არაუმეტეს 6 გვერდისა). მოხსენება, რომელიც არ იქნება წარმოდგენილი ვადაში ან შაბლონის ზუსტი დაცვით, არ განიხილება. მოხსენების ტექსტის წარმოდგენა დასაბეჭდად გულისხმობს, რომ კონფერენციაზე მოხსენების ტექსტს მხოლოდ ერთ–ერთი ავტორი აგზავნის.
  3. მოხსენების მიღების თაობაზე ავტორს შეატყობინებენ 2015 წლის 10 ოქტომბრამდე.
  4. სრული ტექსტის წარმოდგენის ვადა კონფერენციის რჩეულ შრომებში დასაბეჭდად (საგამომცემლო სახლი Nova Science Publishers, აშშ) 2015 წლის 5 დეკემბრამდეა (მხოლოდ ინგლისურ ენაზე, შაბლონით, მაქსიმუმ 15 გვერდი).

პუბლიკაციის ეთიკის პრინციპები

  1. საავტორო უფლებები: ხელნაწერის წარდგენის შემდეგ, მასზე საავტორო უფლება გადაეცემა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხელნაწერი შეუძლია გამოაქვეყნოს თავის შეხედულებისამებრ. ავტორს ეკრძალება ამ პუბლიკაციის წარდგენა არა მარტო სხვაგან, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა გამოცემებშიც.
  2. მონაწილის რეგისტრაცია: ხელნაწერის წარდგენის შემდეგ, ავტორებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა გამოცხადდეს და დაესწროს კონფერენციას.
  3. კოლეგიური რეცენზირება: ყველა წარმოდგენილი სტატია მკაცრ რეცენზირებას გაივლის კოლეგიაზე. სტატია სარეცენზიოდ გადაეცემა ორ საერთაშორისო რეცენზენტს მაინც, რომლებიც სტატიის კონკრეტული საკითხების ექსპერტები არიან.
  4. რეცენზირების სახელმძღვანელო პრინციპებია: აქტუალურობა, სიცხადე, სანდოობა, დასაბუთება, ორიგინალურობა, ენობრივად და სტილისტურად გამართულობა.
  5. შესაძლო გადაწყვეტილებებია: მოწონება, გამოქვეყნება აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინების შემდეგ ან უარის თქმა.
  6. თუ სტატიას ავტორს დაუბრუნებენ გასასწორებლად და იგი კვლავ წარმოადგენს მას გასწორებული სახით, მაინც არ არის იმის გარანტია, რომ გასწორებული სტატია გამოქვეყნდება.
  7. დაწუნებული სტატია ხელმეორედ არ განიხილება.
  8. სტატიას კოლეგია არ განიხილავს, თუ მისი შინაარსი არ შეესაბამება კონფერენციის თემატიკას.
  9. სტატის განხილვისას მხედველობაში მიიღება ისეთი სამართლებრივი შეზღუდვები, როგორიცაა საავტორო უფლებების დარღვევა, პლაგიატი, ბეზღობა.
  10. რეცენზენტი ხელნაწერს აფასებს მისი შინაარსისა და არა ავტორის რასის, სქესის, ეროვნების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის, მოქალაქეობის, სამსახურებრივი მდგომარეობის, პოლიტიკურ-ფილოსოფიური მსოფლხედვის მიხედვით.
  11. თანამშრომლებმა არავის უნდა გაუმხილონ წარმოდგენილ ხელნაწერზე რაიმე ინფორმაცია, გარდა ავტორისა, სხვა სარედაქციო რეფერენტისა, რეცენზენტისა და გამომცემლისა, ისიც აუცილებელ შემთხვევაში.
  12. რეცენზირება უნდა იყოს ობიექტური. ავტორის პიროვნული კრიტიკა დაუშვებელია. რეცენზენტის შეფასება უნდა იყოს მკაფიოდ დასაბუთებული.
  13. კოლეგიალური რეცენზია გამომცემელს ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღებისას და ექსპერტებთან სარედაქციო ურთიერთობით შეუძლია გაუწიოს ავტორს დახმარება სტატიის გასაუმჯობესებლად.
  14. რეცენზირებისათვის მიღებული ხელნაწერი მუშავდება როგორც კონფიდენციალური დოკუმენტი და განსახილველად გადაეცემა ანონიმურ თანამშრომლებს.
  15. რეცენზენტმა გამომცემელს უნდა შეატყობინოს ხელნაწერის ნებისმიერი არსებითი მსგავსების ან დამთხვევის შესახებ, მისთვის ცნობილ სხვა გამოქვეყნებულ სტატიასთან.
  16. ხელნაწერის ავტორმა უნდა წარმოადგინოს ზუსტი ინფორმაცია ნაშრომის, აგრეთვე ობიექტური დასაბუთება მისი სამეცნიერო ღირებულების შესახებ.
  17. სტატიაში დაწვრილებით უნდა იყოს მითითებული წყაროები, რომ სხვა მკითხველსაც ჰქონდეს ნაშრომის აღწარმოების შესაძლებლობა. ყალთაბანდური ან შეგნებულად არაზუსტი გადმოცემა არის არაეთიკური საქციელი და დაუშვებელია.
  18. ავტორმა უნდა დაარწმუნოს გამომცემელი, რომ მისი ნაშრომი არის ორიგინალური, ხოლო თუ მან გამოიყენა სხვათა მიერ შესრულებული კვლევები და/ან ფრაზები, მაშინ ისინი ციტირებული ან ბრჭყალებში უნდა იყოს ჩასმული.
  19. ერთი და იმავე ხელნაწერის წარდგენა სხვა გამოცემაში პუბლიკაციისათვის არაეთიკური და დაუშვებელია.
  20. ავტორთა ჩამონათვალში ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის პირები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონცეფციის, დაპროექტების, წარმოდგენილი კვლევის შესრულებასა და ინტერპრეტაციაში.
  21. პროექტის მხარდაჭერა უნდა იყოს გამჭვირვალე − პუბლიკაციაში უნდა აისახოს კვლევის დაფინანსების ყველა წყარო, მათ შორის არაპირდაპირიც (დანადგარებით, მასალებით უზრუნველყოფა და სხვ.).

დიახ

საკონტაქტო ინფორმაცია

პროფესორი თამარ ლომინაძე
სწავლული მდივანი
ტელ.: (+995) 599-181-769
ფაქსი: (+995 32) 2 36-51-55
ელ-ფოსტა: ict-mc2015@gtu.ge

ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი
ჟუჟუნა გოგიაშვილი – მდივანი
ტელ.: (+995) 593-732-515
ფაქსი: (+995 32) 2 36-51-55
ელ-ფოსტა: ict-mc2015@gtu.ge